30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ევროპის სამ ქვეყანაში ექსტრემალურ სიცხეს 3 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში ივნისის ბოლოს დაფიქსირებულმა რეკორდულმა სიცხის ტალღამ საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული კრიზისი შექმნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 3 700-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ხელისუფლებები შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა საფრანგეთშია, სადაც სიცხეს 2 025 ადამიანი ემსხვერპლა. ბელგიაში მაღალ ტემპერატურას 1 200-მდე მსხვერპლი მოჰყვა, ნიდერლანდებში კი – 480. სტიქიამ, ადამიანური მსხვერპლის გარდა, გამოიწვია ელექტროენერგიის წარმოების შეფერხება და სამედიცინო სფეროს გადატვირთვა.

banner
წინა სტატიაშიბერა ივანიშვილის შეურაცხყოფის საბაბით გიორგი გოგია 3 000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიათბილისში უზბეკი პოეტის ალიშერ ნავოის მონუმენტი გაიხსნა