ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე საგარეჯოს გუნდმა რუსები დაამარცხა

19 დეკემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში წარმატებით იასპარეზეს ძიუდოს ქართულმა კლუბებმა- “საგარეჯომ” და “შევარდენმა”.

“საგარეჯო” ტურნირის გამარჯვებული გახდა, “შევარდენმა” კი ბრინჯაო დაისაკუთრა. შედეგად, ორივე ქართულმა გუნდმა “ოქროს ლიგის” საგზური მოიპოვა.

“საგარეჯომ” ჩემპიონატზე რუსულ გუნდებს, “ედელვაისსა” და “რატიბორეცს” მოუგო, დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში კი კიდევ ერთი რუსული გუნდი – “კბრ ნალჩიკი” დაამარცხა (3:2).
ბრინჯაოსთვის გადამწვეტ შეხვედრაში “შევარდენმა” რუსულ “რატიბორეცს” მოუგო.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, წამების პრევენციაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველომ რეკორდულად მოკლე პერიოდში გაიარა – ლევან ბერძენიშვილი