15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმმა ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ  საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით წინ იაროს – ამ მიზნის მიღწევისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, ასევე, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა.

გუნთერ კრიხბაუმის თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „გაცილებით წინ იყო და ეს უკუსვლა ძალიან სამწუხაროა“.

„ეს განსაკუთრებით სამწუხაროა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას მოუთმენლად ელიან. მაგრამ, როგორც ბოლო ანგარიშში ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და ეს სამწუხაროა. საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ამ გზაზე ევროკავშირის მიმართულებით წინ იაროს. ამ მიზნის მიღწევისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, ასევე, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა. სამწუხაროდ, საქართველოში ამის უზრუნველყოფა აღარ ხდება“, – განაცხადა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანა პუტინის რეჟიმთან უფრო ახლოს მიჰყავს” – არტემ ურშულსკი
შემდეგი სტატიასდსს-ს ყოფილი თანამშრომელი: როგორც კი გავიგეთ, რომ აქციის მონაწილეები მოდიოდნენ, ორი სქელი „ბალკით“ გავამაგრეთ ჭიშკარი და დავადეთ ბოქლომი