ევროპარლამენტართა ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხენიებს. რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.
რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, „რამდენადაც კანოპროექტი შექმნილია ანალოგიური კანონის მიხედვით, რომელიც მიიღეს რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს. ანალოგიური კანოონმდებლობა ახლახან მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში“. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებით ამ ტექსტში სიტყვა ოკუპაცია გამოყენებული არ არის და ყირგიზეთთან ერთად მოიხენიება, როგორც „აფხაზეთი, სადაც მსგავსი კანონმდებლბა ამოქმედდა“.
კენჭისყრაზე აღნიშნული ჩანაწერი და პროექტი არ გავა, ვინაიდან ამავე პროექტის ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების სანქცირებას და საქართველოსთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების შეჩერებას ითვალსწინებს, ევროპარლმენტმა შეთანხმება ვერ მოახერხა.
ევროპელი დეპუტატები დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის შეთანხმების შედეგად შემუშავებულ კონსოლიდირებულ ვარიანტს უყრიან კენჭს, სადაც მსგავსი ჩანაწერები აღარ არის, თუმცა „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის პროექტის ტექსტი, რომელიც ქართველი დეპუტატების სანცირებას ითხოვს და აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოებს შორის მოიხსენიებს, ამ დრომდე განთავსებულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე, ოფიციალურ დოკუმენტებს შორის.