21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

„ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული პროცესები შეწყვიტოს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში: „ავტორიტარიზმისკენ უკუსვლა საქართველოში”, რომელიც ტულუზაში 28-29 სექტემბერს გამართულ პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე მიიღეს.

„ევროპის სახალხო პარტია“ კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისადმი მათი კანონიერი და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში

„ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული პროცესები შეწყვიტოს.

„მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების – მათ შორის, EPP-ის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – აკრძალვისკენ მიმართული პროცესები და პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მოქალაქეთა უფლებას, თავისუფლად აირჩიონ თავიანთი პოლიტიკური წარმომადგენლები; მოითხოვს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალის გადამეტებული გამოყენებისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით და ასევე პასუხისმგებელი პირების პასუხიგებაში მიცემას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის უკანონო შეძენის, ტარების და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაEPP ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებს