ევროპის სახალხო პარტია გმობს თავდასხმას ქართულ ოპოზიციაზე

ერთიან ნაციონალურ მოძრაობზე კვირას მომხდარ ძალადობრივ თავდასხმასთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„უკიდურესად ვგმობ ამ აღმაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას სოფელ კორცხელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე, წევრებსა და დეპუტატებზე. ეს თავდასხმა ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ უკვე ფართოდ გავრცელებული ძალადობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ვიმედოვნებ, ყველა დაშავებული სწრაფად გამოჯანმრთელდება.

ოპონენტების სამართლებრივი დევნა და დაშინება აბსოლუტურად მიუღებელი და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან. ის დამნაშავეებიც კი, რომლებიც ოპოზიციის ოფისებს თავს დაესხნენ, ამ დრომდე არ დასჯილან. საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს დამნაშავეები. არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობა.

უკიდურესად შეშფოთებული ვრჩები სისტემატური ძალადობის მიმდინარე საშიში ტენდენციისა და სასამართლო სისტემასა და მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების გამო. ხელისუფლება უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის გარანტი. მიმდინარე მოვლენები არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონის უზენაესობას, უპირველეს ყოვლისა საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო გარემოს და საქართველოს ევროინტეგრაციას.“

banner
წინა სტატიაში,,ლიტველი ქრისტიან-დემოკრატები უმკაცრესად ვგმობთ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მიმდინარე დევნას”
შემდეგი სტატია,,შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენებით”