ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად 1.59 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), უკრაინის დასახმარებლად 1,59 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” გვერდზე წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული დაფინანსება უკრაინისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

“ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას და მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს”, – წერს ლაიენი.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძემ მწვანე ბიზნესის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრს – სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე