„ევროპის საბჭოში შიმშილობას გამოვაცხადებ,”- ზაზა ხატიაშვილი ევა გოცირიძესთან დაკავშირებით საუბრობს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატს შორის ევა გოცირიძის მოხვედრაზე ზაზა ხატიაშვილი კომენტარს აკეთებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი სასამართლო სისტემაში ხელისუფლების დიდ ინტერესზე და ჩარევის მცდელობაზე საუბრობს.

ზაზა ხატიაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად პრემიერმინისტრთან შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც გუშინდელი განხილვის დეტალებს წარადგენს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ სასამართლოში წარდგენილ სამ კანდიდატს შორის ევა გოცირიძეს მოახვედრებს, ხატიაშვილი სტრასბურგში შიმშილობას დაიწყებს.

„ლევან მურუსიძეს ხელისუფლება ევა გოცირიძის ხელით ლობირებდა. ვაპირებ კვირიკაშვილი გავაფრთხილო, რომ სახელმწიფო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ ევა გოცირიძის წარდგენა მოხდება. წავალ ევროპის საბჭოში, იქ გამოვაცხადებ შიმშილობას, ეს იქნება სკანდალი,“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატის ვინაობა ცნობილია. კომისია მთავრობას ევა გოცირიძის, ანა დოლიძის, გიორგი ბადაშვილის, ნანა მჭედლიძის და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებს სთავაზობს. ხუთი კანდიდატიდან მთავრობა, სამს შეარჩევს, მათგან კი ერთს საბოლოოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები შემოდგომაზე დაამტკიცებენ.

banner
წინა სტატიაში„ეს არ იყო მხოლოდ თავდასხმა, ეს იყო რეალურად მკვლელობის მცდელობა” – ირაკლი ჩიქოვანი ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატია„დამნაშავეები უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით” – დავით უსუფაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაზე