სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს შეახებ დებატები იმართება, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას შეხება.
„დღეს, ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. დარწმუნებული ვარ ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს.“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
დებატები ქართული ოცნების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაინიშნა.
შესაძლოა დღევანდელ სხდომაზევე იყოს მიღებული რეზოლუცია საქართველოს თაობაზე.