ევროპის საბჭოში საქართველოზე ანგარიშს განიხილავენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1 299-ე სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს განიხილავენ.

ანგარიში მოიცავს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შეზღუდვაზე. დოკუმენტში მოხვდა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე. წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროება და სხვა პრობლემები.

კონსოლიდირებული ანგარიში მზადდება წელიწადში ორჯერ და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების ასახვას.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან დეტალურად ვაპირებ გიორგი ონიანის დაპატიმრების საკითხის განხილვას
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : მართლმსაჯულების სისტემის განვითარება შეუძლებელია ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე