ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად, დიდი შესაძლებლობა

საქართველო გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად, დიდი შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პირველად, ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი გახდა 20 წლის წინ.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღის წესრიგის შექმნაში სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხედვით, და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში. კოლეგებო, როდესაც საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი 20 წლის წინ, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ აიღო ვალდებულება და დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს მარტივი გზა არ არის და ქვეყანას წლების განმავლობაშ მოუწევს რეფორმების გატარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ წლების განმავლობაში მოუწევს იყოს სრული რეფორმირებისა და სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, რასაც ვადასტურებთ დღესაც, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა დესტრუქციული ქმედება სახელმწიფოს ბლოკირებას ისახავს მიზნად
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : ჩვენი მიზანია პარლამენტის პიკეტირება, რათა შენობაში არ შევიდნენ დეპუტატები