ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – საარჩევნო ცვლილებები მმართველ უმრავლესობას ცესკოს ყველა გადაწყვეტილების გაკონტროლების პოტენციურ შესაძლებლობას აძლევს

ასამბლეა ხაზს უსვამს შეშფოთებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოში არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ცვლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესს და რომელმაც გააუქმა ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მიიღეს.

„ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას, თავად შეარჩიოს და დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და უპარტიო წევრები, რაც, ფაქტობრივად, მისცემს მას ცესკოს წევრთა უმრავლესობას. ასამბლეის შეშფოთებას ემატება საარჩევნო კოდექსში ბოლო წუთში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, რამაც შეცვალა ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონიერად საჭირო უმრავლესობები. ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის პროცესში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ეს ცვლილებები მმართველ უმრავლესობას აძლევს პოტენციურ შესაძლებლობას, ცესკოს ყველა გადაწყვეტილება გააკონტროლოს“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ ნდობაზე.

„ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ ნდობაზე. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ და მიიღებენ დაინტერესებული მხარეები და ზოგადად, ქართული საზოგადოება არჩევნების ლეგიტიმურობასა და სამართლიანობას და მის შედეგებს“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

banner
წინა სტატიაშიმიქანაძე – ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც სხვა ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონები განიხილება, როგორც მათი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, გლობალურ საფრთხეებზე რეაგირება საქართველოსაც სჭირდება
შემდეგი სტატიადეკანოიძე – საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნულ მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას „ქართული ოცნება“