21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.

განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ უწყებამ რუსეთს მოუწოდა:

“• შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან

• შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში

• შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა”,- წერია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კანონს, რომლის ასლიც ჩვენ გადმოვიტანეთ, კიდევ უფრო ამკაცრებენ- კახა კალაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია იქნება