ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე სტრასბურგის განაჩენების აღსრულებაზე

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების აღსრულების შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა იკვეთება, მათ შორის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, წინასწარი პატიმრობის გაგრძელებისთვის საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებების არარსებობის გამო.

მინისტრის მოადგილეებმა მტკიცედ მოუწოდეს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა საჭირო ზომის დროული და ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად და გამოძიების სწრაფად დასასრულებლად.

banner
წინა სტატიაშიესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი – კალასი ზურაბიშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიასამშვიდობო სამიტი არ იქნება პანაცეა, რომელიც ომს დაასრულებს, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა – მაიორი ჟორინი