21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში გამოქვეყნდა.

„[მინისტრთა მოადგილეებმა] იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობისადმი კიდევ ერთხელ ხაზის გასმის შემდეგ, რომ შეკრების თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა იცავდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, ღრმა შეშფოთებით აღნიშნეს საკანონმდებლო და აღსრულების ზომები, რომლებიც შეკრების თავისუფლების განხორციელებაზე შემაფერხებელ ეფექტს ქმნის;

[მინისტრთა მოადგილეებმა] მიუწოდეს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გადახედოს შესაბამის კანონმდებლობას და პრაქტიკას, და შეუსაბამოს ისინი კონვენციის სტანდარტებს, არაპროპორციული და უკანონო ადმინისტრაციული დაპატიმრება/დაკავებისა და გამამტყუნებელი განაჩენის თავიდან ასარიდებლად, მათ შორის სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის, გადაჭარბებული ჯარიმების, და სასამართლო პროცესების საერთო სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; მოუწოდეს მათ, რომ ჩაერთონ არსებით კონსულტაციებში შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და ევროპის საბჭოს ექსპერტულ ორგანოებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრები 10 წლის გოგოს დაცემის ფაქტზე გენდირექტორისგან პასუხებს ელიან
შემდეგი სტატიანატო-ს ქვეყნებს სურთ, ალიანსის სამხედრო მეთაურს მეტი უფლებამოსილება მიანიჭონ დრონების გაუვნებელყოფაში