ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ ექვს ქართველ ჟურნალისტს დევნიან

ევროპის საბჭომ ექვსი ქართველი ჟურნალისტის- ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის და დეა მამისეიშვილის დევნის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გამოაქვეყნა.

ევროპის საბჭოს შეფასებით, აღნიშნული დევნა წარმოადგენს საფრთხეს სიტყვის თავისუფლებისთვის საქართველოში.

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის სიძულვილის ენასა და ძალადობის წახალისებას ეხება.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ მთავრობა ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარულ მმართველობას ბაძავს – სენატორი ჯიმ რიში