ევროპის საბჭო ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამოსაძიებლად. შესაბამის შეთანხმებას 25 ივნისს სტრასბურგში მოაწერეს ხელი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„პირველად იქმნება სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი აგრესიის დანაშაულის განსახილველად. ევროპის საბჭოს ფარგლებში შექმნილი ეს ტრიბუნალი პასუხს აგებს მათ, ვინც ძალა გამოიყენა გაეროს წესდების დარღვევით. ტრიბუნალი ორმაგი სტანდარტების გარეშე გამოიყენებს საერთაშორისო სამართალს და დაადასტურებს, რომ ევროპის უსაფრთხოება ეფუძნება არა დუმილს ან დაუსჯელობას, არამედ კანონს, პრინციპებსა და მოქმედებას-აღნიშნა მდივანმა ბერსეტმა.