ევროპის რეგულატორი: ავტორიზებული ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

ევროპის რეგულატორი: ავტორიზებული ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

ევროპის წამლების სააგენტო “საკმარისად დარწმუნებულია” იმაში, რომ ვაქცინები, რომელსაც ევროკავშირში გამოიყენებენ, კორონავირუსის ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება – მარკო კავალერიმ თქვა, რომელიც ევროპის წამლების სააგენტოში ვაქცინაციის სტრატეგიის ხელმძღვანელია.
კავალერის თქმით, მონაცემები “საკმაოდ იმედისმომცემია”, რომ “ფაიზერი” და “მოდერნა” ეფექტურია, “ყოველშემთხვევაში, იმ დოზით, რა დოზითაც გარანტირებენ საკმარის დაცვას”
სააგენტო ელოდება, რომ ევროკავშირში ავტორიზებული “ასტრა-ზენეკა და “ჯონსონ&ჯონსონიც” ასეთივე ეფექტური იქნება – დაამატა მან.

სააგენტო ინდოეთიდან იღებს ინფორმაციას, სადაც “ასტრა-ზენეკას” იყენებენ. “ჯერჯერობით საკმარისად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვაქცინები, როგორც წესი, ამ ბარიერს გადალახავენ” – მარკო კავალერიმ თქვა.

კორონავირუსის ინდური შტამი B.1.617.2. უკვე 44 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ის კოვიდ-19-ის სხვა ვარიანტებისაგან აგრესიულობით გამოირჩევა.

ფოტო: politico

banner
წინა სტატიაშინორვეგიამ “ასტრა ზენეკაზე” საბოლოოდ უარი თქვა
შემდეგი სტატიაგუგავა: „ლეიბორისტული პარტიის” გადაწყვეტილებაა, რომ არ შევდივართ პარლამენტში