ევროპის ქვეყნები მაკრონის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან

ევროკავშირის რვა ქვეყანა გაერთიანებისა და ევროზონის მაკრონისეული გეგმის წინააღმდეგია. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ კავშირში 27 წევრი-ქვეყანის ერთობის გადარჩენაა ძირითადი მიზანი, რომელიც უნდა დავიცვათ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვას, ნიდერლანდების, ფინეთის, შვედეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – 6 მარტს ჰააგაში გავრცელდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შესახებ დებატებში ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის მათ, ვინც ევროზპნაში არ შედის. ისე რომ რვა ქვეყანა მაკრონს არ ახსენებს, აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან “შორსმიმართულ წინადადებას”, და ფოკუსირებას ახდენენ რეფორმებზე, რომელმაც ეკონომიკური სტაბილურობა უნდა გამოიწვიოს.

ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ევროგაერთიანების რვა ქვეყნის აზრით “ძლიერი ევროპა ძლიერ ნაციონალურ ეკონომიკას” უნდა ეფუძნებოდეს, ამიტომ, გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან არსებული წესები და პარალელურად გააძლიერონ ადგილობრივი ეკონომიკა.

ემანუელ მაკრონის მიერ წარმოდგენილი გეგმა ევროკავშირისთვის ერთიანი ბიუჯეტის შემოღებას და გაერთიანებისთვის ფინანსთა მინისტრის პოსტის შექმნას ეფუძნება. პროექტი ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიაუქციონზე აინშტაინის წერილი 6100 დოლარად გაიყიდა
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზააცის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთზე – მარგველაშვილის ვიზიტი ბრიუსელში