ევროპის ქვეყნები ამცირებენ თავიანთ დახმარებას განვითარებადი ქვეყნებისადმი

migrantebiგაერომ გამოთქვა შეშფოთება ევროპელი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შეუმცირონ დახმარება განვითარებად ქვეყნებს და გამოთავისუფლებული თანხები მოახმარონ ახალ მიგრანტებს.
ფინეთი, ნორვეგია და შვეცია – ტრადიციულად უხვი სპონსორები – ემზადებიან, რომ თავიანთ პარლამენტებში განიხილონ დახმარების სერიოზული შემცირების საკითხი ღარიბი ქვეყნებისთვის, დანიამ კი უკვე საგრძნობლად შეამცირა დახმარება საზღვარგარეთელი სახელმწიფოებისთვის.
ნიდერლანდების სამეფოც ასევე აპირებს გადაამისამართოს მიგრანტებზე ის თანხები, რომლებიც გამოყოფილი იყო განვითარებადი ქვეყნებისთვის.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, ყველა ღონე იხმარონ, რათა გაუმკლავდნენ ლტოლვილების უმძიმეს კრიზისს ომის შემდგომ ევროპაში ისე, რომ არ შეამცირონ თავიანთი სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება განვითარებადი ქვეყნებისთვის.
მისი აზრით, დახმარების გადანაწილება მიგრანტების სასარგებლოდ
„კონტრპროდუქტულია“, და მთელს მსოფლიოში შეამცირებს იმ მილიონი ადამიანის შესაძლებლობას, ვისაც სურვილი აქვს ცხოვრების გაუმჯობესება თავისსავე სამშობლოში.

banner
წინა სტატიაშიამერიკელები ჩაერთვებიან რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამოძებაში
შემდეგი სტატიალეონიდ ძიაფშბა: „ჩვენ რამდენიმე დღეში გავხსნით ამ მკვლელობას“