ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრის გადასახვევთან,ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა. შესრულებულ სამუშაოებს დამიმდებარედ არსებული ფერდის დამჭერი კედლის მოწყობის პროცესს თბილისისმერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურისგანვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობაო რმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

„კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. აქ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი თქვენთანერთად და ვნახეთ, რა სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენ შარშან დავამთავრეთ ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია, ეს ხიდი კი ამორტიზებული იყო. იგი სრულადგანახლდა, პრაქტიკულად, ახალი პროექტი განხორციელდა. სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არისშესაძლებელი. ერთადერთი, რაზეც მიმდინარეობს სამუშაოები, ეს არის ქვედანაწილში, დამჭერი კედლის განახლება, რასაც ერთი თვე დაჭირდება”, -განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 1700 კვ. მ ფართობის საავტომობილო გზის სავალნაწილზე ასფალტობეტონის ახალი საფარი, თვალამრიდები, ტროტუარები,სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო და დაზიანებული ნაწილები აღდგა. პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 328 000 ლარიგამოიყო.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – ვიმყოფებით პარლამენტში, რათა მიშელის მონაწილეობით მივიღოთ გარანტიები
შემდეგი სტატიარუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჩეხეთის საელჩომ სამედიცინო ტექნიკა გადასცა