ევროპის ფრენების უსაფრთხოების სააგენტო (EASA) მგზავრებს რუსეთის გარკვეული რეგიონების თავზე ფრენის საშიშროების შესახებ აფრთხილებს

ევროპის ფრენების უსაფრთხოების სააგენტო (EASA) მგზავრებს რუსეთის გარკვეული რეგიონების თავზე ფრენის საშიშროების შესახებ აფრთხილებს. ორგანიზაციის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს სამოქალაქო და სამხედრო უწყებებს შორის სათანადო კოორდინაცია.

EASA-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის პირობებში.

გაფრთხილებაში მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცეც შედის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო თვითმფრინავები შეიძლება უნებლიე სამიზნე გახდეს, რადგანაც სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურებს შორის სათანადო კოორდინაცია არ არსებობს და „თვითმფრინავის იდენტიფიცირება შეიძლება შეცდომით მოხდეს“.

EASA-ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ინციდენტი გასული წლის 25 დეკემბერს გროზნოსთან მოხდა, სადაც „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა და ამ კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენი ჯო უილსონი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატია„ომი უნდა დავასრულოთ“ – ტრამპის თქმით, პუტინთან შესახვედრად მზადება მიმდინარეობს