ევროპის მოედანზე უყოყმანოდ მოვედი, რათა ვაჩვენოთ, რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, საქართველოს არჩევანი და პერსპექტივა არის ევროპულ, ცივილიზებულ ოჯახში – ბესელია

პოლიტიკოსის, ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად მოქალაქეებს “ევროპის მოედანზე” შეკრებისკენ მოუწოდა.

ეკა ბესელიას თქმით, ახლა, როდესაც ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, ქვეყანამ ნებისმიერი ფორმა უნდა გამოიყენოს და გამოხატოს მზაობა, რომ მას სურს იყოს ევროპული სივრცის ნაწილი.

“მივალ ყველგან, სადაც ამის გამოხატვის შესაძლებლობა გვექნება, მათ შორის მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ეს მოწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ყოყმანი მივიდეთ, თუ არ მივიდეთ არ მგონია, სწორი იყოს. ამიტომ ვარ აქ და მოვედი უყოყმანოდ იმისათვის, რომ ამ ფორმატში და სხვა ფორმატშიც ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და რომ საქართველოს არჩევანი და პერსპექტივა არის ევროპულ ცივილიზებულ ოჯახში”, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ის 20 ივნისის აქციაზეც მივა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიამ სახელმწიფოს მხრიდან რუს სანქცირებულ ბიზნესმენებთან კავშირებსა და სავარაუდო გარიგებაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიავიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა, თუმცა პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ – ზელენსკი