ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების აუდიო მიმართვები გააჟღერეს

ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების აუდიო მიმართვები გააჟღერეს. აქციაზე გაღჟერდა ირაკლი ქერაშვილის, ვეფხია კასრაძის, ასევე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართვები.

მანამდე, აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა დაკავებულების სრული სია წაიკითხეს და თითოეულ მათგანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები კი სკანდირებდნენ: „თავისუფლება“.

„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს. „ევროპის მოედნამდე“ მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო “ავლაბრიდან”, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ცეცხლაძე – ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არავინ დაუშვებს აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთის კართან მიიყვანოს, ქართველი ერი არ დაუშვებს ამას, რაც არ უნდა სადამსჯელო კანონები მიიღონ და რეპრესიები განახორციელონ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან – არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს