ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერის“ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ „ფაიზერ“/“ბიონტექის“ ვაქცინა ევროკავშირში უკვე გამოიყენება 16 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებში.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციით, 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საჭიროა ვაქცინის ორი დოზა სამკვირიანი ინტერვალით. ამგვარად, ახლა ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწვეტილება, დაიწყებს თუ არა ვაქცინაციას მოზარდებში.

banner
წინა სტატიაშიაშშ ჯანმოს მოუწოდებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება გააგრძელოს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ?