14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ საფრანგეთის გვიანაში მდებარე კურუს კოსმოდრომზე რუსული რაკეტების სასტარტო კომპლექსი ააფეთქა

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) საფრანგეთის გვიანაში მდებარე კურუს კოსმოდრომზე რუსული რაკეტების „სოიუზ-სტ“-ს სასტარტო კომპლექსი ააფეთქა. 52-მეტრიანი მობილური მომსახურების კოშკი დემონტაჟის შედეგად განადგურდა.

კადრები Roscosmos-ის პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი სტრუგოვეცმა გამოაქვეყნა. კოშკის აფეთქებამდე, ოთხი საყრდენი მოჭრეს და საკაბელო ანძები დაშალეს.

დარჩენილი ინფრასტრუქტურა — ასაწყობი და სატესტო ობიექტი, რკინიგზა, თხევადი ჟანგბადის შესანახი ობიექტები და საწვავის შევსების სადგურები — ახალი რაკეტის გასაშვებად გადაეცემა ფრანგული Arianespace-ის შვილობილ კომპანია Maiaspace-ს. ისინი ამ ბაზას გამოიყენებენ ახალი რაკეტის გასაშვებად, რომლის პირველი სტარტიც 2027 წელს იგეგმება.

ESA-სა და „როსკოსმოსის“ 15-წლიანი თანამშრომლობა, რომელიც კომერციული აპარატების ორბიტაზე გაყვანას გულისხმობდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შეწყდა. აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის კოსმოსური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, Roscosmos-მა კი გაშვების შეჩერების შესახებ განაცხადა და რუსი სპეციალისტები გაიწვია.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება: ევროპული ქვეყნების ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის მოგვარების ნებისმიერი პროგრესის ჩაშლას