,,ევროპის კონტინენტზე ასეთი რამ არ მომხდარა, რომ მოქმედ დეპუტატს გადაცემაში მონაწილეობა აუკრძალო”

region
ავტ.: region სექტემბერი 13, 2019 14:20

,,ევროპის კონტინენტზე ასეთი რამ არ მომხდარა, რომ მოქმედ დეპუტატს გადაცემაში მონაწილეობა აუკრძალო”

ტელეკომპანია „კავკასიაში“ ვიზიტი პროკურატურამ მონათლა როგორც დარღვევა და შესაძლო დაკავების საფუძველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პროკურატურაში დაბარების შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, მას, როგორც მოქმედ პოლიტიკოსს, კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლებები, მათ შორის შეუძლია გადაცემებში მონაწილეობა.

„თუ კანონი დავარღვიე, სამი-ოთხი დღე სად იყვნენ. ამბობენ, რომ თუ შემდგომში დავარღვევ, შესაძლოა, დამაკავონ. კი არ დავარღვევ, ვალდებული ვარ, კონსტიტუციური უფლებამოვალეობა შევასრულო და მომავალშიც წავალ გადაცემებში. რა შავდება, რა მტკიცებულებები ნადგურდება ამით. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ივანიშვილის სახლში და ჰგონიათ, რომ დავემორჩილები. მე დავემორჩილები კანონს და არა ივანიშვილის ხუშტურებს. ხვალაც გავალ, ზეგაც და მაზეგაც. ევროპის კონტინენტზე ასეთი რამ არ მომხდარა, რომ მოქმედ დეპუტატს გადაცემაში მონაწილეობა აუკრძალო“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია პროკურატურაში 16:00 საათზეა დაბარებული.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, 2019 წლის 10 სექტემბერს ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

region
ავტ.: region სექტემბერი 13, 2019 14:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,402
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics