ევროპის ყველაზე დიდი პარტია ისევ აცხადებს, რომ კრიზისი საქართველოში მხოლოდ რეპრესიების დასრულებითა და ახალი არჩევნებით მოგვარდება – გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთლის ინფორმაციით , ბრიუსელში გამართული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაზე, განიხილეს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.

„საქართველოს მეგობრებისთვის ნათელია, რომ ქვეყანა დემოკრატიის უკუსვლის უაღრესად სახიფათო ტალღის წინაშეა, რაც გამოიხატება ერთპარტიული ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების სისტემატურ დევნაში, განსხვავებული აზრის ჩახშობაში, სამოქალაქო საზოგადოების და
დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ აგრესიულ რეპრესიებში.

პოლიტიკურმა ასამბლეამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ასევე აღნიშნულია,რომ დრაკონული კანონების მიღება — როგორიცაა „უცხოური
გავლენის“ შესახებ კანონი — ასახავს ავტორიტარულ ტაქტიკას, რომელიც მიმართულია კრიტიკოსების დადუმებისა და დემოკრატიული თავისუფლებების
შეზღუდვისკენ“. განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, EPP მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები, არამარტო არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს
ევროატლანტიკურ მომავალს . ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ სწრაფვა არ უნდა შეიწიროს ავტორიტარული ქმედებების გამო.

ევროპის სახალხო პარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ დასრულდეს რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული აქტივისტები და ოპოზიციის
ლიდერები, განახლდეს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზის მხარდაჭერა, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ქართველი ხალხი შეძლებს პასუხიმგებლიანი ხელისუფლების არჩევას და დემოკრატიული კურსის აღდგენას.

ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური პარტია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაუჭიროს მხარი ამ ბრძოლას
თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის.

banner
წინა სტატიაშიირონიულია იმის თქმა, რომ ხელისუფლების გარდა, ვინმე აფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთან – ფავლენიშვილი
შემდეგი სტატია“ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს!” – ზურაბიშვილი მილანში საკონსულოს ხელმეორედ გახსნამ გააოცა