ევროპის ყველაზე აქტიური ვოლკანი ეტნა წელიწადში 14 მილიმეტრით ხმალთაშუაზღვისკენ მიდის

ევროპის ყველაზე აქტიური ვოლკანი ეტნა წელიწადში 14 მილიმეტრით ხმალთაშუაზღვისკენ მიდის -ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერები ავრცელებენ. ჯგუფი, რომელსაც ბრიტანელი მეცნიერები ხელმძღვანელობენ,აცხადებს, რომ ეს სიტუაცია საგულდაგულოდაა შესასწავლი – ვულკანმა სამომავლოდ შესაძლებელია დიდი პრობლემები შექმნას.
“ჯერჯერობით, განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, აუცილებელია დაკვირვება, განსაკუთრებით, მოძრაობის სიჩქარის დათვლა” -აცხადებს “ბიბისისთან” ინტერვიუში კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ჯონ მიურეი. მისი თქმით, 14 მილიმეტრი საშუალო მაჩვენებელია და მოძრაობის სიგრძე სხვადასხვა წელს სხვადასხვა მანძილს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშირუს დიპლომატებს ოცამდე ქვეყანა გააძევებს
შემდეგი სტატიაარცერთ მოწმეს, სასამართლოში აქამდე დაკითხულ მოწმეს არსებითად შეცვლილი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მოუწოდებია