ევროპის ერთიანობა ინგრევა – ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინის მიხედვით, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სუვერენიტეტის შენარჩუნება სურთ, გაერთიანება უნდა დატოვონ.

ვოლოდინის მიხედვით, ევროპარლამენტის მოთხოვნა ევროკავშირის სოლიდარობის პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ვეტოს უფლების გაუქმებას გულისხმობს, მიუღებელია.

“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრების მხრიდან ვეტოს უფლების მიტოვება ცალკეული სახელმწიფოებისა და, შესაბამისად, მათი მოქალაქეების აზრის უგულებელყოფას გულისხმობს”. – წერს ვოლოდინი Telegram-ზე.

დუმის სპიკერის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ აჩვენა, რომ ევროკავშირში ამ საკითხში ერთიანობას ვერ ინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ხელმძღვანელობას წლების განმავლობაში მოქმედი პრინციპზე უარის თქმა მოუწევთ.

“თუკი სახელმწიფოებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის შემადგენლობაში არიან, სურთ სუვერენიტეტის შენარჩუნება და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, მათ მხოლოდ ერთი გზა რჩებათ – ევროკავშირის დატოვება. ევროპის ერთიანობა ინგრევა“. – თქვა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

banner
წინა სტატიაშიარც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ლეგალურად თუ არალეგალურად მიდის სამუშაოდ, ირჩევს ევროპას ან ამერიკას, არავინ იყურება რუსეთისკენ – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთის პატრიარქი კირილი მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს, რათა გლობალური ომი არ დაიწყოს