საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს, 22 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ევროპის ჩემპიონატის წინ საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები.
სიაში 26 ფეხბურთელი შედის. ესენი არიან:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
მცველები: საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩელეიშვილი;
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი;
თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.
ფეხბურთელები ავსტრიაში 2 ივნისს შეიკრიბებიან.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გამართავს თურქეთთან, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში შეხვდება, 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებს.