9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ევროპის ათი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპის 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისრაელს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ლიბანში კონფლიქტის „შემდგომი გაფართოებისგან“ და პატივი სცეს ქვეყნის „ტერიტორიულ მთლიანობას“.

ამასთან, განცხადებაში დაგმობილია „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები, რომლებიც ირანის მხარდაჭერით ხორციელდება.

დოკუმენტში ლიდერები მოუწოდებენ ლიბანსა და ისრაელს „პირდაპირი პოლიტიკური მოლაპარაკებების“ გამართვისკენ და აღნიშნავენ, რომ ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეამციროს დაძაბულობა.

განცხადების ხელმომწერებს შორის არის ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია და გაერთიანებული სამეფო, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

banner
წინა სტატიაშითერჯოლის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
შემდეგი სტატიაერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო: ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს