27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“ევროპიდან იმპულსები მოდის, რომ “ოცნების” საქმე კიდევ უფრო გაუარესდება”- რევაზ აფხაზავა

„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რევაზ აფხაზავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მკაცრი რიტორიკა დანიისა და სხვა პარტნიორების მიმართ ევროპიდან წამოსულ კონკრეტულ სიგნალებს უკავშირდება. მისი თქმით, მმართველი გუნდი ხვდება, რომ მათი მდგომარეობა მძიმდება და თავდასხმებზე გადადის.

„იმპულსები მოდის ევროპიდან, რომ ‚ქართული ოცნების‘ საქმე კიდევ უფრო გაუარესდება და ცდილობენ, პრევენციული დარტყმები მიიტანონ. ძალიან კომიკურია, რასაც ვუყურებთ — ქვეყანაში ადამიანის უფლებები საკანონმდებლო დონეზე ფეხქვეშაა გათელილი.

საჯაროდაც ამბობდნენ, რომ დიქტატორებთან ხომ თანამშრომლობთო და მცდელობა ჰქონდათ, რომ ამით საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაცია მოეხდინათ, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპის მხრიდან ამას ვერ აღწევენ“, — განაცხადა აფხაზავამ.

banner
წინა სტატიაში“არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ, 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს” — სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიატრამპი: ირანთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – თუ შეთანხმება ჩაიშლება, თავდასხმები განახლდება