ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რეკომენდაციები რა ხარისხით არის შესრულებული, რადგან ეს საკითხი შეისწავლეს და ყველა მხარესთან კონსულტაციები იყო – ლილუაშვილი

ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რეკომენდაციები რა ხარისხით არის შესრულებული, რადგან ეს საკითხი შეისწავლეს და ყველა მხარესთან კონსულტაციები იყო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებს, ეს ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერა იქნება.

„ქართულ ოცნებას“ იმის იმედი თუ აქვს, რომ განხორციელებული ვიზიტებით მოატყუებენ პარტნიორებს, ასე არ არის. ყველამ ყველაფერი იცის. სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილება თუ იქნება, რისი დიდი იმედიც მაქვს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იქნება მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ. რეკომენდაციების ფუნდამენტური შესრულება არ მომხდარა, ვინმე ამას თუ ამბობს, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკონტრშეტევის პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე გვსურს, მაგრამ ეს არ არის ჰოლივუდური ფილმი – ზელენსკი
შემდეგი სტატიარუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რაც უკრაინას მიაყენა – სუნაკი