ევროპელმა ლიდერებმა ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ელისეის სასახლის განცხადებით, სატელეფონო საუბარი 40 წუთს გაგრძელდა. ევროპის ლიდერებმა ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილეს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი ლონდონში შემუშავებულ დოკუმენტებს მალე აშშ-ში გაგზავნიდნენ.

banner
წინა სტატიაშიMinval Politika: “თბილისის სატარიფო დემარშის” საპასუხოდ ბაქო სომხეთის საზღვართან რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავს”
შემდეგი სტატია“აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გაოცებას იწვევს ევროკავშირის მიმართ” – ევროკომისარი კუბილიუსი