“ევროპელი საქართველოს“ წევრები ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდნენ

“ევროპელი საქართველოს“ წევრები ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდნენ.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, ვენეციის კომისიის ექსპერტების ინტერესის მთავარი სფერო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში გამოძიების წარმართვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა.
“გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის იურიდიულ ექსპერტებთან, რომელთა ინტერესის სფერო ამ შემთხვევაში არის შინაგან საქმეთა სმინისტროში და პროკურატურაში გამოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა. იმ ღრმა პრობლემებზე ვესაუბრეთ, რაც უწყებებში არსებობს. პრობლემები ნათლად ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვველობებთან დაკავშირებით გამოჩნდა. გამოწვევებზე, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს აღმოავჩინეთ, ამ შეხვედრაზე დეტალური საუბარი გვქონდა. აქ იგულისხმება პრობლემები ანგარიშვალდებულებების არარსებობის კუთხით, ასევე ერთი ადამიანის მორჩილების მიმართულებით და ფუნქციების გამიჯვნის არ არსებობის თვალსაზრისით. არის მოსაზრებები, რომ გამოძიების გამიჯვნის კუთხით რაღაც რეფორმა განხორციელდეს. მათ შორის, ჩვენს რეკომენდაციებშიც, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე გამოვეცით, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ უნდა გაიმიჯნოს ფუნქციები პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის”, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიScope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს