ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი მიხეილ სააკაშვილს- მესამე პრეზიდენტს წერილს სამადაშვილი გადასცემს

ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი მიხეილ სააკაშვილს – წერილს მესამე პრეზიდენტს დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს, რომელიც გლდანის ციხეში შევა.

სამადაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუცია ნებართვა ევროპარლამენტის დეპუტატ ანა ფოტიგასთვის, ასევე 2 ლიეტუველი დეპუტატისთვის, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის საათები კი 6 საათზე იწურება, შესაბამისად, როგორც სამადშვილი ამბობს, ის გამოიყენებს საკუთარ უფლებას, შევა მესამე პრეზიდენტთან და გადასცემს გზავნილს :

“აქ არის ორი მოწოდება. ერთი საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო ზომის განხორციელებას და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას და ასევე მოწოდებას, მესამე პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა” ამბობს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – არ მგონია, ერთი ან მეორე მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი გამართლებული იყოს
შემდეგი სტატია“ვერ მივართვი” – ხაბეიშვილი მისი დაკავების მცდელობაზე