ევროპელი პარტნიორებიც ეკა გიგაური: ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და გახდეს ევროკავშირის წევრი

ჩვენი შეკრებები არის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრჯერ უნდა შევიკრიბოთ, ერთმანეთი ვნახოთ, ერთმანეთი გავამხნეოთ და ეს მოიტანს გამარჯვებას, ამაში დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის თქმით, სწორედ უწყვეტმა აქციებმა მოიტანა შედეგი და ახლა საქართველო ევროპელი პარტნიორების მხრიდან ყურადღების ქვეშ არის მოქცეული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის დემონსტრაციაზე და დღევანდელი დღე გვანახებს ზუსტად იმას, რომ ძალა არის ერთობაში. რამდენიმე მარში გაერთიანდა საბოლოოდ და ვანახეთ, რომ ზუსტად ერთობლივი ძალით თუ მოვინდომებთ, ძალიან ბევრ რამეს მოვახერხებთ. ევროპაც ზუსტად ამაზეა – ბევრი განსხვავებული ადამიანი, ბევრი განსხვავებული ჯგუფი, განსხვავებული ქვეყანა თავისი იდენტობით როდესაც არის ერთად, ამას მოაქვს სწორედ კეთილდღეობა, განვითარება და უკეთესი მომავალი.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველა იმ მიტინგმა, ყველა იმ შეკრებამ, რომელსაც ჰქონდა ადგილი საქართველოში, სწორედ ამან მოიტანა შედეგი და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის არის ყურადღების ქვეშ და ევროპელი პარტნიორებიც ყოველთვის ლაპარაკობენ ჩვენზე, ცდილობენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

ჩვენი შეკრებები არის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრჯერ უნდა შევიკრიბოთ, ერთმანეთი ვნახოთ, ერთმანეთი გავამხნეოთ და ეს მოიტანს გამარჯვებას, ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაში“სტუდენტები ევროკავშირისთვის” – ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებულმა სტუდენტებმა პარლამენტიდან ევროპის მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს
შემდეგი სტატიარატი ამაღლობელი: ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე