ევროპელი ლიდერების საერთო განცხადება გრენლანდიის საკითხზე

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და დანიის ლიდერები გრენლანდიის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “დანიის სამეფო – მათ შორის გრენლანდია – NATO-ს ნაწილია”, ამიტომ, არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიურად, NATO-ს მოკავშირეებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად, გაეროს წესდების პრინციპების დაცვით, უნდა იქნას მიღწეული.

“არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. NATO-მ მკაფიოდ განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონს პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. არქტიკის უსაფრთხოების შენარჩუნებისა და მოწინააღმდეგეების შეკავების მიზნით ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ აქტივობა და ინვესტიციები გავზარდეთ.

დანიის სამეფო – მათ შორის გრენლანდია – NATO-ს ნაწილია.

ამიტომ, არქტიკაში უსაფრთხოება მიღწეული უნდა იქნას კოლექტიურად, NATO-ს მოკავშირეებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად, გაეროს წესდების პრინციპების დაცვით, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის.

ეს უნივერსალური პრინციპებია და ჩვენ მათ დაცვას არ შევწყვეტთ. აღნიშნულ საკითხში აშშ, როგორც NATO-ს მოკავშირე და 1951 წელს დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის დადებული თავდაცვითი შეთანხმების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი პარტნიორია. გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანიისა და გრენლანდიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის უფლებას წარმოადგენს,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიUS Embassy Tbilisi აშშ-ის სახელმწიფო მდივანის განცხადებიდან ციტატას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ყაჩაღობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა