თბილისის დროით 30 წუთში, 20:00-ზე, აშშ-ში ჩასული “მსურველთა კოალიციის” წევრი ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში მივლენ.
მანამდე კი, ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა უკრაინის საელჩოში, საცა ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ზელენსკის ხვდებიან.
თბილისის დროით ვაშინგტონში დაგეგმილი შემდეგი შეხვედრების გრაფიკი ასეთია:
20:00 – ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში
21:00 – ზელენსკი მიდის თეთრ სახლში
21:15 – ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა (სავარაუდოდ, მეტხანს გაგრძელდება, უფრო ადრე თუ დასრულდა, ე.ი. შეთანხმება ვერ შედგა).
22:30 – ტრამპი იღებს ევროპელ ლიდერებს
23:30 – ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა.















