„ევროპელი დემოკრატები“ – კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზებით ზემოქმედება პოლიტიკურ პარტიაზე, ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენს პოლარიზებულ საზოგადოებაში და აზიანებს ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის თაობაზე, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, ძალადობრივი დაპირისპირება და თავდასხმები პოლიტიკურ პარტიაზე, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, გარემოს კიდევ უფრო დაძაბავს.

„ძალადობრივი დაპირისპირება და თავდასხმები პოლიტიკურ პარტიაზე კიდევ უფრო დაძაბავს გარემოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, გამოიწვევს არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებს, რასთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს შეკითხვები ჩვენს პარტნიორებში გამჭვირვალობის კანონის მიღების, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო. ამ ფონზე ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაზე გამოიწვევს მთლიანად არჩევნების პროცესის ლეგიტიმაციის დაკარგვას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს გონიერება და აღკვეთოს მსგავსი ქმედებები, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაატარონ გამოძიება, მკაცრად დაისაჯოს და პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველას, ვინც ახორციელებს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, რაც ქვეყანას უქმნის პრობლემებს მნიშვნელოვანი არჩევნების წინ“, – ნათქვამია „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩინური კომპანია აშშ-ის მთავრობამ 2021 წელს დაასანქცირა – სახ.დეპი “ოცნებას” ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით აფრთხილებს
შემდეგი სტატიადუშეთში, ოჯახის წევრის დაჭრისთვის პოლიციელი დააკავეს