“ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო” – წულუკიანი

ევროსასმართლოში, საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების ჩავარდნას, იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ კანდიდათა სია საქართველოს დაბრუნებოდა.

”მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ”ნაციონალური მოძრაობა”, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი. ისინი ყოველთვის მუშობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მან ჯერ არ იცის, როგორ დაგეგმავს ახალი კონკურსის ჩატარებას და აცხადებს, რომ ახალი სია ალბათ წლის განმავლობაში შედგება.

”ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურას. დაველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოსგან და შემდეგ – იქნება ეს მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი… იმის მიხედვით მოხდება, როგორ მოიცლის მთავრობა. როგორ მოვიცლით ჩვენ, კომისიის წევრები, რათა ახალი კონკურსი გამოვაცხადოთ, ალბათ წლის განმავლობაში შედგება ახალი სია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
შემდეგი სტატია“ველოდებით, რომ ხვალინდელ პროცესზე გააუქმებენ დროებითი პატიმრობის გადაწყვეტილებას”- ადვოკატი გია ცერცვაძის საქმეზე საუბრობს