ევროპელები მცხეთა-მთიანეთში მხარს ლეიბორისტების კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერენ

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, დუშეთში, პარტიის მხარდამჭერებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან, ბექა ნათელაშივილი წარუდგინა, რომელსაც ევროპული საქართველო მხარს უჭერს.

დავით ბაქრაძემ თქმით, რომ არ გაყოფილიყო ხმები და ამით ბიძინა ივანიშვილს არ ესარგებლა, ევროპულმა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მცხეთა- მთიანეთის ოლქში მხარს დაუჭერს ბექა ნათელაშვილს.

ბაქრაძის განმარტებით, ყოველმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, ხოლო დღეს ქვეყნის მთავარი ინტერესი გარდამტეხი ცვლილებებია.

“ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპული საქართველოსთვის მთავარი გახლავთ ამ არჩევნებში ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება, რადგან ესაა გზა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები. ამ გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად ჩვენ ვთანამშრომლობთ ოპოზიციასთან და ამ ოლქში მხარს ვუჭერთ ბექა ნათელაშვილს და ვფიქრობ, რომ ეს არის მაგალითი, რომლითაც ჩვენც და სხვა პარტიებმაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ წინა პლანზე დავაყენოთ არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, რომ ოქტომბრის არჩვენები გახდეს ქვეყნის გადარჩენის და ცვლილებების მოტანის საშუალება”. – ამბობს ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს ეპიდვითარებას, იქნება გრიპის პიკი, მაგრამ ამას გავუმკლავდებით
შემდეგი სტატია3 657 საარჩევნო უბანში არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 894 წევრი აირჩიეს