26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება-ბერლინის პოლიციამ მოქალაქეების გასაგრილებლად წყლის ჭავლის მანქანები გამოიყენა

ევროპის კონტინენტზე ანომალიურად მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. გერმანიაში, ჩეხეთსა და დანიაში სინოპტიკოსებმა სიცხის ახალი ისტორიული რეკორდები დააფიქსირეს.

გერმანიაში ჰაერის ტემპერატურამ 41.5 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის დაკვირვების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უკიდურესი სიცხის გამო, ბერლინის პოლიციამ ქალაქის ქუჩებში ადამიანების გასაგრილებლად გამონაკლისი დაუშვა და წყლის ჭავლის ორი მანქანა გამოიყენა.

სინოპტიკური რეკორდები მოიხსნა ჩეხეთშიც. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, პრაღის ჩრდილოეთით მდებარე დოქსანის რაიონში თერმომეტრის სვეტმა 40.8 გრადუსს მიაღწია. დანიის ქალაქ ოდუმში კი 37 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის 1976 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გაფრთხილებით, მიმდინარე ცხელ ტალღას შესაძლოა სერიოზული უარყოფითი გავლენა ჰქონდეს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ისე ეკოსისტემებზე. ამ დროისთვის ევროპის მასშტაბით დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს უწევს თანაცხოვრება 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

banner
წინა სტატიაშიფონ დერ ლაიენი: უნგრეთის ლგბტქი+ თემს საბოლოოდ შეუძლია მსვლელობა შიშის გარეშე ჩაატაროს
შემდეგი სტატიავენესუელაში ორ ძლიერ მიწისძვრას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა — გაეროს ცნობით, 50 000-ზე მეტს ეძებენ