ევროპაში სრულად პირველ 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლში უკვე ცხოვრობენ

სამი დე სახლი

ჰოლანდიელი ცოლ-ქმარი, 70 წლის ელიზა ლუმცი და 67 წლის ჰარი დეკერსი ევროპაში სრულად პირველ 3D პრინტერით ჩამოსხმულ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.

“ეს ლამაზია” – ლუმცმა თქვა. “ეს ბუნკერს გავს – უსაფრთხოების შეგრძნება მაქვს” – ამატებს დეკერსი.

მათი სახლი ფირმა Saint-Gobain Weber Beamix-ის მიერ ჩაფიქრებული ხუთი პროექტიდან ერთ-ერთია და ის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დაიბეჭდა. ტრადიციული მეთოდით სახლის მშენებლობა ორჯერ ძვირი დაჯდებოდა – ამის შესახებ “გარდიანი” წერს. სახლის ფართობი 94 კვ მეტრია, ის ეინდჰოვენი მდებარეობს. პროექტში ჩართული იყო ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

ფოტო: theguardian

banner
წინა სტატიაშირა ხდება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: ცხენს რომ ჩამოაფარებ და ვერსად ვერ იყურება, ასეა ჩვენი მთავრობა