“ევროპაში ქართელმა არალეგალებმა ლეგალიზაცია მიიღონ”- პატრიარქმა ევროკომისარს თხოვნით მიმართა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სტუმრობდა ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი. უწმინდესმა ის თანმხლებ პირებთან ერთად საპატრიარქოში მიიღო. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე მიიღებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. პატრიარქმა ევროკომისარს თხოვნით მიმართა, თუ არის შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა არალეგალებმა სამშობლოში თავისუფლად შეძლონ მიმოსვალა. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისთვის.
ილია მეორემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ,,ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე და დიდი ტკივილი“. უწმინდესმა ევროკომისარს უამბო, რომ ის აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო 11 წლის მანძილზე და რომ ეს საქართველოს უძველესი ნაწილია.

“ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, საქართველო იყოს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების წევრი. საქართველოს სჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ გვაქვს ერთი თხოვნა თქვენთან. ამ პერიოდში მრავალი ქართველი ახალგაზრდა წავიდა ევროპაში და არალეგალურად ცხოვრობენ იქ. მათ არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა სამშობლოში. ამ არალეგალებმა ლეგალიზაცია უნდა მიიღონ. თუ შესაძლებელი იქნება ეს გაკეთდეს, ჩვენ ძალიან მადლობლები ვიქნებით.

 

banner
წინა სტატიაშიმინდა დავაფიქსირო პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ – ავრამოპულოსი
შემდეგი სტატიაბრიტანეთში მინიმალური ხელფასი გაიზარდა