ევროპაში ქარიშხალ “კიარას”, რომელსაც თან ძლიერი წვიმა და ქარი ახლავს, სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორც საერთაშორისო გამოცემა The Associated Press იუწყება, დედა-შვილი დაიღუპა პოლონეთში, ზამთრის კუკრორტზე, როდესაც ძლიერმა ქარმა სათხილამურო აღჭურვილობის გასაქირავებელ შენობას სახურავი გადახადა და საბაგიროსთან მყოფი ხალხის მიმართულებით მოისროლა. ამ შემთხვევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

შვედეთში ტბაზე ნავის ამობრუნებისას ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე კი დაკარგულად ითვლება. ერთი ადამიანი სლოვენიაში და ერთიც ინგლისში დაიღუპა, როდესაც წაქცეული ხეები მათ ავტომობილებს.

ქარიშხალ “კიარას” ებრძვიან საფრანგეთში, ირნალდიაში, დანიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაშიც. ქარიშხლის გამო ასობით ავირეისი გადაიდო. სტიქიურმა უბედურებამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ათაობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი