ევროპაში კატასტროფული წყალდიდობები გახშირდება – კვლევები

ისეთი მასშტაბური წყალდიდობები, როგორიც გასულ კვირას იყო ევროპაში, შესაძლებელია, გლობალური დათბობის გამო გახშირდეს – ევროპელი კლიამტოლოგების კვლევის შესახებ “გარდიანი” წერს.
კომპიუტერული მოდელირება აჩვენებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისას საუკუნის დასასრულს ქარიშხლები, რომლებიც ნელა მოძრაობენ, 14-ჯერ ხშირი იქნება ხმელეთზე. რაც უფრო ნელა მოძრაობს ქარიშხალი, მით უფრო მეტი წვიმა ეცემა მცირე მონაკვეთზე და მით უფრო მეტია წყალდიდობების რისკი.

ადრე კვლევებმა დაადასტურეს, რომ მაღალი ტემპერატურა, რომელიც კლიამტური კრიზისით არის გამოწვეული, ნიშნავს იმას, რომ ატმოსფეროს უფრო მეტი ნესტი აქვს, რაც თავის მხრივ, ძლიერ ნალექს გამოიწვევს. თუმცაღა, უკანასკნელი კვლევა
პირველი ანალიზია ნელი ქარიშხლების როლზე წყალდიდობებისას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გერმანიაში წყალდიდობის გამო დაახლოებით 160 პირი გარდაიცვალა. ბელგიაში – 31, ათობით ადამიანის ბედი დღემდე გაურკვეველია და ისინი დაკარგულებად ითვლებიან.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა: ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს!
შემდეგი სტატია“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე გერმანია-აშშ-ს შეთანხმებას პოლონეთმა რუსეთის გამარჯვება უწოდა