ევროპაში ეკლესია მხოლოდ რწმენისთვისაა და ემსახურება მორწმუნეთა მხოლოდ სულიერ, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მიზნებს… ეს არის ევროპა – ლომიძე

“ევროპაში ასე ხდება… ევროპულმა სახელმწიფოებმა უკვე დიდი ხანია უარი თქვეს რელიგიით სპეკულაციაზე. რწმენით სპეკულაცია უკიდურესად სამარცხვინო და უღირს საქმედ ითვლება ევროპულ პოლიტიკურ აზროვნებაში. ევროპელი პოლიტიკოსები სარწმუნებასთან და ეკლესიასთან სიხლოვეს არ იყენებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, საარჩევნოდ არ პოზიორობენ ტაძრებში, წირვებზე დიდი სანთლებით, ხატებთან და სასულიერო პირებთან გადაღებული ფოტოებით და ა.შ. არც ტაძრების მშნებლობას და ტაძრებისთვის შეწირულ თანხებს ამზეურებენ მომხრეების გულის მოსაგებად. ამას ვერსად ნახავთ ევროპაში, რადგან რელიგიით სპეკულაცია სირცხვილია და მიუღებელია ევროპელისთვის.

ევროპაში ქრისტიანული ეკლესიები ძლიერია, მრავალმილიონიანი მრევლით, ჩამოყალიბებული სტრუქტურებით, ათასობით მღვდელმსახურით, მაგრამ ის რეალურად დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან. ევროპაში ეკლესია და მისი დასი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია და მოქალაქე, ემორჩილება კანონს, მაგრამ არ არის ხელისუფლების ხელის შემყურე და ხელისუფლების სუბიექტურ ნებაზე ან კეთილგანწყობაზე დამოკიდებული. ეკლესია თავად მართავს თავის თავს. ამიტომაც, ვერც პოლიტიკოსები ბედავენ ეკლესიის გამოყენებას და არც ეკლესია ცდილობს ჩაერიოს პოლიტიკაში და შემდეგ არჩევნებში გამარჯვებულის მხარეს დადგეს. უფრო მეტიც, თუ ადამიანი მორწმუნე და მართლა დაინტერესებული არ არის, შეიძლება არც კი იცოდეს ვინ არის მისი ქალაქის ეპისკოპოსი. ევროპაში ეკლესია მხოლოდ რწმენისთვისაა და ემსახურება მორწმუნეთა მხოლოდ სულიერ, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მიზნებს. ეს არის ევროპა.

ევროპიდან გწერთ ამას.
განა არ გინდათ, ევროპასთან გაერთიანებით ჩვენი საქართველოც ასეთი გახდეს? ” – ამბობს თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიხელისუფალი ახლა გავს ცუდ მოთამაშეს, რომელმაც ბევრი წააგო, ე.წ. “ზამასკაში” ჩავარდა და ფსონებს სულ უფრო და უფრო ზრდის “ვა-ბანკამდე” – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა