ევროპაში დღეიდან კოვიდ-სერთიფიკატები ამოქმედდა

Vaccination, disease immunity passport, health and surveillance concepts. Smartphone displaying a valid digital vaccination certificate for COVID-19

ევროკავშირში დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა ციფრული კოვიდ-სერთიფიკატები, რომელიც ევროპაში მოგზაურობას გაამარტივებს. სერთიფიკატი შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირს გაკეთებული აქვს აცრა, აქვს იმუნიტეტი დაავადების გადატანის შედეგად ან მისი ტესტის პასუხი უარყოფითია. თანამედროვე სისტემა იმის საშუალებას იძლევა, რომ თავიდან აიცილონ თაღლითობები და გაყალბებები. დოკუმენტი, შესაძლებელია, იყოს ქაღალდის ან ციფრული სახით.

სისტემა მოქმედებს, ასევე, შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრი არ არიან.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი გახარიაზე: ტყუილია და ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი უბრალოდ იტყუება
შემდეგი სტატიასოფელ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს